27 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
ირაკლი დარჩიაშვილმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილება მიიღო, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ილია დარჩიაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მან ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს პირველი დიპლომატი მის კოლეგებსაც შეხვდა.

უნგრეთის, ესპანეთის, ხორვატიისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

დღის ამბები