27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას" - ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.   

მინისტრის თქმით, პენიტენციური სამსახური და მისი სამედიცინო დეპარტამენტი არის სრულად კვალიფიციური იმისთვის, რომ ნებისმიერ პაციენტს მიაწოდოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი. 

"აქტიურად ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პენიტენციური სამსახური, მისი სამედიცინო დეპარტამენტი არის სრულად კვალიფიციური იმისთვის, რომ ნებისმიერ პაციენტს მიაწოდოს კვალიფიციური და მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისი, ასევე უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით, კვლევებით. თუ იქნება იმის საჭიროება და პენიტენციური სამსახური ჩათვლის, რომ აუცილებელია ნებისმიერი ექიმის თუ კვალიფიკაციის მქონე სხვა სამედიცინო თანამშრომლის ჩართვა, მოწვევა და სხვადასხვა კონსილიუმების შექმნა, ამ მხრივ მას სრული თავისუფლება აქვს. თუ ჩვენი მხრიდან იქნება რაიმე სახის რეკომენდაცია ან მხარდაჭერა საჭირო, ამისთვისაც მზად ვართ," - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

 

 

დღის ამბები