27 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის სურვილზე ყურადღება უნდა გამახვილდეს" - რა რეკომენდაციებს გასცემენ ევროპარლამენტარები ევროპული საბჭოს და ევროკომისიის მისამართით

როგორი უნდა იყოს ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ - ევროპარლამენტმა რეკომენდაციებით მიმართა ევროპის საბჭოს და ევროკომისიას. ეს ანგარიში საგარეო კომიტეტმა მოამზადა. დოკუმენტს ცოტა ხანში კენჭს უყრიან.

ერთ-ერთი პუნქტი ეხება საქართველოსაც, ზოგადად ანგარიში ისეთ თემებს აერთიანებს, როგორიცაა ვერსალის დეკლარაციის სისრულეში მოყვანა, ენერგოდამოუკიდებლობა, ჰიბრიდული ომისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხოების შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე ევროკავშირისთვის ტრიოს ქვეყნები იყვნენ უფრო მეტად დაახლოებულები ევროკავშირთან.

ისინი მხარს უჭერენ ასოცირებული ქვეყნების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის რეჟიმის ომი ევროპის მომავალს ეხება. მნიშვნელოვანია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ერთად ყოფნა, ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის და სიძლიერისათვის. სამწუხაროდ ამას არც ისე ბევრი ქვეყანა აცნობიერებს. ვერ ხვდებიან რომ ეს გაფართოება მომავალში მსგავს აგრესიას მოარიდებს ევროპის კონტინენტს. გაფართოება პუტინის რეჟიმს შეაკავებს. კრემლს ნაკლები შესაძლებლობა ექნება მიიტაცოს, თავს დაესხას, მოკლას ხალხი, ანექსია ან ოკუპაცია მოახდინოს. რუსეთის მცდელობებმა მარცხი განიცადა. უნდა დავეხმაროთ უკრაინას რომ ომი მოიგოს. უკრაინის წარმატება საქართველოს წარმატება იქნება," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან რასა იუკნევიჩიენემ.

"ბოლო დროს სიტუაცია დრამატულად შეიცვალა. საბჭომ პოლიტიკური შეთავაზება გააჟღერა, კანდიდატის წევრობის მოპოვების დაჩქარებულ პროცესზე. ცხადია ეს გარანტია ვერ იქნება, ეს ყველაფერი ბევრ პროცედურასთან არის დაკავშირებული. ეს არის სიტუაცია როცა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის სურვილზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. ვიმედოვნებ რომ ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვდება მოლდოვა და საქართველო. იმისათვის რომ ეს პროცესი დაჩქარდეს ამ ქვეყნებმა უნდა გაატარონ რეფორმები. საქართველოში განსხვავებული სიტუაციაა ოკუპირებული ტერიტორიების გამო. ეს იყო გაკვეთილი და ჩვენ ვაცნობიერებთ დაგვიანებული ქმედებების გამო ამ შედეგებს. ეს მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა. ახალა საკითხი იმაზეა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რომელი პოლიტიკური თუ სამხედრო ქოლგის ქვეშ აპირებს გაჩერებას. პასუხების მიღების შემდეგ იმედი მაქვს მოხდება ამ პროცესის დაჩქარება," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ესპანეთიდან ნაჩო სანჩეს ამორმა.

"უნდა ვიფიქროთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა როგორ გავხადოთ მეტად ეფექტური, მათ შორის ჩვენი თავდაცვა და აგრესიის შეკავების პოლიტიკა. ევროკავშირის წევრების უმეტესობა ნატოს წევრიცაა. არსებობს გარკვეული გამოწვევები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. კანდიდატის სტატუსის მოპოვება ამ ქვეყნებს გარკვეულწილად დაახლოვებს ევროკავშირს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს. მოველით რომ ამ სამ ქვეყანაზე კომისიის შეფასება ივნისში დაიდება," - აღნიშნა  ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან ანდრიუს კუბილიუსმა.

დღის ამბები