სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მსჯელობს. საუბარია საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე. სააკაშვილი პროცესს არ ესწრება, მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ადვოკატმა ერთი შუამდგომლობა დააყენა და მოითხოვა ექსპერტთა ჯგუფის შესვლა პენირტენციურ დაწესებულებაში.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილსის გადაწყვეტილების გამოცხადებას, სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის უკმაყოფილება მოჰყვა.
მოსამართლე ჩახნაშვილის სიტყვებმა, რომ სასამართლო, კიდევ დამატებით გაგზავნის წერილს, პენიტენციური დაწესებულების პოზიციასთან დაკავშირებით და შემდეგი სხდომა 16 მაისს გაიმართება, ადვოკატ საძაგლიშვილის გაღიზიანება გამოიწვია.
სააკაშვილის ადვოკატის თქმით, მას უკვე გაგზავნილი აქვს წერილი და უარი მიიღო - საძაგლიშვილმა პროცესი საბავშვო ბაღს შეადარა.