27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით მიუღებელია

ოპოზიციის ნაწილისთვის "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება თავდებობასთან დაკავშირებით მიუღებელია. ისინი ამბობენ, რომ ამგვარი მიდგომა სამართლებრივადაც გაუმართლებელია.

"ეს ინიციატივა მოკლებულია როგორც სამართლებრივ საფუძველს, ასევე, შესაძლებლობას, რომ რაიმე ტიპის გამოსავალი მოიძებნოს ამ ვითარებაში. ამიტომ, მე ამ ინიციატივას ვერ გავიზიარებ. ჩვენი პოზიცია არის მყარი და ნათელი, საჭიროა მიუკერძოებელი მესამე მხარის (ცხადია სამედიცინოს ვგულისხმობ) დასკვნა, რომელიც უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან თავისი ვალდებულებების შესრულების საფუძველი.

ყველაფერი სხვა, თავდებობა, რომელსაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და ნებისმიერი სხვა ველოსიპედის გამოგონება, ჩემი აზრით, უფრო გაართულებს ვითარებას", - განაცხადა პარტია "ლელოს" ერთერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრსა და "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს, მისი შეფასებით, კარგი იქნება მიხეილ სააკაშვილის  სამკურნალოდ გადაყვანა თუ დროულად მოხდა, ხოლო თავდებობასთან დაკავშირებით, ვაშაძის თქმით, ამაზე ფრაქცია იმსჯელებს, მათ შორის სხვა პარტნიორებთანაც.

გარდა ამისა, თავდებობასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა ხათუნა სამნიძემაც, ის ეთანხმება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დაუდგეს, ხელს არ მოაწერს. სამნიძეს აღნიშნული ინიციატივა სამართლებრივად სწორი არ მიაჩნია. 

დღის ამბები