27 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

"ბაუჰაუზის მემკვიდრეობა და თელ-ავივის "თეთრი ქალაქი" - საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების ოცდამეათე წლისთავთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას ისრაელის ელჩი საქართველოში, არქიტექტორები, დიზაინერები და ხელოვანები დაესწრნენ.

ისრაელის ელჩის, რან გიდორის განმარტებით, თბილისი თელ-ავივის მსგავსად კომბინირებული არქიტექტურითაა ცნობილი, თანამედროვე და ძველი ნაგებობების ერთგვარი სინთეზით, სწორედ ამ მახასიათებლების ხაზგასასმელად ღონისძიება გამოფენის სახით ჩატარდა.

ელჩმა ყურადღება, ასევე, ქართველებისა და ებრაელების დიდიხნიან მეგობრული ურთიერთობაზე გაამახვილა.

დღის ამბები