რუსეთის წინააღმდეგ ნავთობთან დაკავშირებული სანქციების შესახებ ევროკავშირის წინადადება, უნგრეთის ეკონომიკას გაანადგურებს და არ გვთავაზობს იმ უზარმაზარი პრობლემების გადაჭრას, რასაც ეს სანქციები უნგრეთს შეუქმნის- ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
პიტერ სიარტოს თქმით, რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის საზღვაო გადაზიდვებზე გავრცელდება და მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული.
"ბრიუსელში, ნავთობის ემბარგოს საკითხი განვიხილე. ევროკომიასიამ წამოაყენა წინადადება, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთიდან ნავთობის შეტანას აუკრძალავს. თუ ეს წინადადება ძალაში შევა, ეს უზარმაზარ ზიანს მიაყენებს უნგრეთს. ეს წინადადება მთლიანად გაანადგურებს ენერგომომარაგების უსაფრთხოებას უნგრეთში. უფრო მეტიც, ეს წინადადება ატომური ბომბის ტოლფასია. რაც შეეხება უნგრეთის ეკონომიკას, თუ ეს წინადადება მიიღება, ეს ნიშნავს უნგრეთში საწვავის ფასების ზრდას დაახლოებით 55-დან 60%-მდე და საწვავის მკვეთრი გაძვირება, ყველა პროდუქტის გაძვირებაზე აისახება.
ჩვენ ნათლად ვუთხარით ევროკომისიას, რომ ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ამ წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი შემოგვთავაზებს მათივე შექმნილი პრობლემის გადაწყვეტას. ნავთობის ემბარგოზე შეთანხმების ერთადერთი გზა იქნება, თუ ის გავრცელდება ნავთობის საზღვაო გადაზიდვებზე და რუსული ნავთობის მილსადენებით გადაზიდვები სრულად იქნება გათავისუფლებული",- აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო.