მარიუპოლელები კვლავ წინააღმდეგობას უწევენ რუსეთის საოკუპაციო ძალებს - შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული მხარე აგრძელებს ქალაქის დაბომბვას. პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, იმას, რომ რუსებს მარიუპოლი არ აუღიათ სწორედ ეს დაბომბვები და ქალაქის შიგნით და გარეთ განთავსებული რუსული ძალები ადასტურებს. პენტაგონში აცხადებენ იმასაც, რომ პუტინი თავის გეგმას მინიმუმ 2 კვირით ჩამორჩება.
პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებით იგი არ ფიქრობს რომ "აზოვსტალის" ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
"არ ვფიქრობ, რომ მარიუპოლის ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამაზე უკრაინელებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენი შეფასებით, რომ ისინი ჯერ კიდევ იქ არიან და კვლავ წინააღმდეგობას უწევენ, ამას ადასტურებს ის, რომ რუსებმა იციან, მარიუპოლი არ აუღიათ, ამიტომ აგრძელებენ მარიუპოლის დაბომბვას და მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ძალები მარიუპოლის გარეთ და ქალაქში", - აცხადებს კირბი.