27 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტს

368 ხმით 57-ის წინააღმდეგ - შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინისთვის დახმარების 40 მილიარდ დოლარიან პაკეტს მხარი დაუჭირა. ორმოცდაჩვიდმეტივე მოწინააღმდეგე რესპუბლიკელია. მხარდაჭერილი დოკუმენტი სენატს გადაეგზავნა, შემდეგ კი მას ხელს ჯო ბაიდენი მოაწერს.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპკერის, ნენსი პელოსის თქმით, შექმნით ვითარებაში დრო უმთავრესია და იგი მოხარულია, რომ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება მოხერხდა.

"როცა პუტინი უიმედოდ აჩქარებს თავისი საშინელებისა და სისასტიკის კამპანიას უკრაინაში, დრო უმთავრესია. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს შევძელით ამ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება, რათა ის გადავიდეს სენატში და პრეზიდენტის მაგიდასთან, იმისთვის, რომ დახმარებამ მიაღწიოს უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობამდე," - განაცხადა პელოსმა.

დღის ამბები