27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
საქართველომ პროცესი მოსალოდნელზე ადრე დაასრულა და ახლა მოუთმენლად ელის ევროკომისიის გადაწყვეტილებას - ირაკლი ღარიბაშვილი კითხვარის გადაცემაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ამ თემასთან დაკავშირებით მან ტვიტერზეც დაწერა:

"სიამოვნებით წარვუდგინე კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს. ამრიგად საქართველოს მთავრობამ პროცესი მოსალოდნელზე ადრე დაასრულა და ახლა მოუთმენლად ელის ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერზე.

დღის ამბები