27 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადაყვანა, ვნახოთ ეს რას გამოიწვევს - მიხეილ სააკაშვილის შვილი

მიხეილ სააკაშვილის "ვივამედში" გადაყვანას ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები დადებითად აფასებენ. 

"კარგია რომ დათანხმდა ამ დღებში გადაყვანაზე. ეს იქნება საწყისი ეტაპი, რადგანაც ძირითადი დაავადება, რაც მას აქვს მკურნალობას მოითხოვს. არ მგონია ამის მკურნალობა "ვივამედში" მოხერხდეს,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. 

მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, პოზიტიური სიგნალია, რომ მას გადაყვანა შესთავაზეს.

"ყოველ ნახვაზე უფრო უარეს მდგომარეობაშია, ეს რა თქმა უნდა, რთული საყურებელია. არაფრის უფლება არ გვაქვს, მის მკურნალობასთან მიმართებაში. ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, არის სახელმწიფო. ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადაყვანა, ვნახოთ ეს რას გამოიწვევს,"- ამბობს მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი.

დღის ამბები