27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე კონფერენცია გამართა, კონფერენციას თბილისის მერიც დაესწრო

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე კონფერენცია გამართა.

კონფერენციის მიზანი ადგილობრივ თვითმართველობებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდაჭერა, საქართველოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობა და გაძლიერებაა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი, 64 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში მეტმა ქალმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. 

"ამ მიმართულებით ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა რჩება პრობლემები. მეტი ქალი უნდა იყოს გადაწყვეტილებების მიღებაში, ეს მნიშვნელოვანია,"- აცხადებს კალაძე. 

დღის ამბები