უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ესკალაციის შედეგები შიშის მომგვრელია - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანმა მოლდოვაში ვიზიტის დროს განაცხადა. ანტონიო გუტიერეშმა კიშინოვში მოლდოვის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენები განიხილა.
"უკრაინის ომის გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში ღრმა და ფართო შედეგების მომტანია. ესკალაციის შედეგები დასაფიქრებლად ზედმეტად შიშის მომგვრელია. მე ღრმად ვარ შეშფოთებული ომის გაგრძელებითა და შესაძლო გავრცელებით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ასევე იმ გავლენით, რომელიც მას აქვს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. გაერო ერთგულია არა მხოლოდ უკრაინელი, არამედ მოლდოველი ხალხის მხარდაჭერაშიც ამ რთულ დროს. თქვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ის მტკიცე პროგრესი, რომელსაც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მიაღწიეთ, არ უნდა შეირყეს," - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.