27 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ ლიზის კანონს ხელი მოაწერა - რითია ის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ ლიზის კანონს ხელი მოაწერა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლენდ ლიზის კანონი, ახლა, 21-ე საუკუნეში, უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ პირველად ამოქმედდება.

ვრცლად იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ლენდ ლიზის კანონი და რითია ის მნიშვნელოვანი უკრაინისთვის:

ლენდ ლიზი აშშ-ის სახელმწიფოებრივი აქტია, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის დროს და რომელმაც, მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის, საკვების, სამედიცინო აღჭურვილობის და მედიკამენტების, სტრატეგიული ნედლეულის, მათ შორის ნავთობპროდუქტების გადახდის გარეშე გადაცემის შესაძლებლობა გააჩინა.

ლენდ-ლიზის კანონის შესახებ დოკუმენტის ტექსტში საუბარია აშშ-ის პრეზიდენტისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭებაზე უკრაინისთვის თავდაცვითი საშუალებების გადაცემის ან არენდით გადაბარებისთვის "რუსული სამხედრო შეჭრისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად" და სხვა მიზნებისთვის.

აქტის მიღების შემდეგ თეთრი სახლის ხელმძღვანელი ვალდებულია 60 დღის განმავლობაში პროდუქციის მიწოდების დაჩქარებული პროცედურები განახორციელოს.

ლენდ ლიზის კანონი  უკრაინისთვის შეიარაღების, ტრანსპორტის, საკვებისა და აშშ-დან სხვა დახმარების უფრო დაჩქარებულად მიწოდების შესაძლებლობას აჩენს.

 

დღის ამბები