27 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
მსოფლიო ლიდერები უკრაინისთვის - ომში მყოფი ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა დღეს ნატოშიც

რუსული სარაკეტო იერიშის გამო უკრაინაში დღეს ჩასული შარლ მიშელი თავშესაფარში აღმოჩნდა. ომის დაწყებიდან უკვე მეორედ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა, თუმცა პირველი ვიზიტისგან განსხვავებით, მეორე მისთვის საშიში აღმოჩნდა.

ოდესაში მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იძულებული გახდა ათასობით უკრაინელის მსგავსად საფრთხის გადავლამდე თავშესაფარში ჩასულიყო.

დღეს შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროპის მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი.

საფრანგეთის პრეზიდენტი კი ევროპის კონტინენტზე ახალი კავშირის ინიციატივით გამოდის. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ახალ ორგანიზაციაში ერთი ღირებულებების მქონე ქვეყნები გაწევრიანდებიან.

ვინ შევა ახალ კავშირში, ემანუელ მაკრონს არ დაუკონკრეტებია. ევროპარალამენტარები თვლიან, რომ ხალხს უნდა დაეხმარონ უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება. 

დასავლეთში ფიქრობენ, რომ პუტინი უკრაინაში ომით ავტორიტარული იმპერიის დაბრუნებას ცდილობს და კიევის წინააღმდეგ იდეოლოგიურ ომს აწარმოებს. გერმანიის კანცლერი ევროპას მოუწოდებს, რუსეთს ისტორიის გაყალბების მცდელობაში ხელი შაუშალონ.

ამასობაში კი რადიკალური გახდა ოფიციალური ბერლინის რიტორიკაც: "პუტინმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას" - განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ვაშინგტონმა კი მოსკოვის აგრესიის საპასუხოდ სიმბოლურად, 9 მაისს, უკრაინისთვის ამოქმედებული ლენდ ლიზის დოკუმენტს მოაწერა ხელი.

დღის ამბები