27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
უკრაინა თავის ბრძოლითა და სიმამაცით უკვე ევროკავშირის წევრია - ემანუელ მაკრონი

ჩვენ არ ვებრძვით რუსეთს, ჩვენ ვიბრძვით უკრაინის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად - ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში, ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, იმისთვის, რომ ომი დასრულდეს, უპრეცედენტო სანქციები ამოქმედდა.

ამასთან, მაკრონის განცხადებით, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის სურვილი, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები, ლეგიტიმურია და იძლევა საფუძველს, მოხდეს კავშირის გაფართოება.

"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის, პრეზიდენტ ზელენსკის და ყველა უკრაინელის მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, რომ ამ ომში უკრაინა გადარჩეს და რუსეთმა ვერ გაიმარჯვოს, შევინარჩუნოთ კონტინენტზე მშვიდობა რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია. იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს, უპრეცედენტო სანქციები ავამოქმედეთ. ჩვენ გავუწიეთ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული, პოლიტიკური დახმარება. ჩვენ არ ვებრძვით რუსეთს, ჩვენ ვიბრძვით უკრაინის სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად.

ჩვენი მოვალეობაა უკრაინის გვერდზე ვიყოთ და ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს, შემდეგ კი უკრაინის რეკონსტრუქციის პროცესში ჩავერთოთ. უკრაინის ლეგიტიმური სურვილი და მისწრაფებები ისევე, როგორ საქართველოსა და მოლდოვის, რომელთაც ასევე სურთ გაწევრიანება, გვაძლევს საფუძველს ხელახლა ვიფიქროთ ჩვენი გეოგრაფიაზე, ჩვენ კონტინენტზე. უკრაინა თავის ბრძოლითა და სიმამაცით უკვე ევროკავშირის წევრია," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. 

დღის ამბები