ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოდესაში ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს, ოდესის ოლქზე რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის გამოც მას თავშესაფარში გადასვლა მოუხდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შარლ მიშელი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს ხვდებოდა, მხარეები იძულებული გახდნენ, შეხვედრა შეეწყვიტათ და თავშესაფარში გადასულიყვნენ. აუდიენციას პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ერთვებოდა.