კომპანია "ლუკოილის" ყოფილი ტოპ-მენეჯერი, მილიარდერი ალექსანდრ სუბოტინი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. კერძოდ, ბიზნესმენი შამანთან სეანსის შემდეგ დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ტრაგედია მოსკოვთან ახლოს მიტიშახის რაიონში, ადგილობრივი შამანის აგუას სახლში მოხდა.
შამანი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში, სეანსებს მსურველებისთვის წლების განმავლობაში მართავენ, მკურნალობენ სხვადასხვა დაავადებებს ეგზოტიკური ცხოველების დახმარებით - კერძოდ, იყენებენ შხამიან გომბეშოს, აკეთებენ ნაკვეთ ჭრილობას ადამიანის სხეულზე, აწვეთებენ გომბეშოს შხამს, რაც იწვევს გულისრევას. შამანმა რუსი მილიარდერი დაარწმუნა, რომ ღებინების შემდეგ თავს უკეთ იგრძნობდა, თუმცა მოხდა პირიქით – მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და ბიზნესმენი გარდაიცვალა.
ალექსანდრ სუბოტინი წარსულში "ლუკოილის" სავაჭრო სახლის სააქციო საზოგადოების მმართველად მუშაობდა, შემდეგ კი ტოპ-მენეჯერი "ახალი სატრანსპორტო კომპანიის" მმართველი გახდა.