27 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"ევროპული ინტეგრაცია არჩევანი კი არა, გადარჩენის საჭიროებაა" - სტრასბურგში ევროპის დღე აღინიშნება

სტრასბურგში ევროპის დღე აღინიშნება. ყოველ წელს, 9 მაისს ევროკავშირი პატივს მიაგებს რობერტ შუმანის დამფუძნებელ დეკლარაციას, რომელმაც ევროპული პროექტი დაიწყო.

სპეციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტარები.

ამ წელს, ევროკავშირში ევროპის დღის აღნიშვნა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომით დაიჩრდილა, მაგრამ ევროპაში მიმდინარე ეს აგრესია, ხაზს უსვამს ევროპის საერთო ფასეულობების, კეთილდღეობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ევროპარლამენტარებმა თავიანთ გამოსვლაში ხაზი გაუსვეს უკრაინაში მიმდინარე ომს და აღნიშნეს, რომ ახლა ევროპაერთიანი  უნდა იყოს ამ გამოწვევის წინაშე. 

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპულ მიწაზე კიდევ ერთი დამანგრეველი ომის მომსწრე ვართ. ეს არის რუსული აგრესიის ბრუტალური შედეგი. ეს არის აგრესიული თავდასხმა, რუსეთის ბრუტალური ომი ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ. რა იქნება ამ ომის შედეგი?! ის, რომ ხვალინდელი დღე იქნება განსხვავებული. სწორედ ამიტომ, ევროპას, როგორც ერთიან ბლოკს შეუძლია გადარჩენა. მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია გადავრჩეთ. ჩვენი ღირებულების დაცვით შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ევროპული ინტეგრაცია არჩევანი კი არა გადარჩენის საჭიროებაა," - განაცხადა ევროპარლამენტარმა გაი ვერჰოფშტადიმ.

"ბატონმა პუტინმა გადაწყვიტა ჩვენს კონტინენტზე მოეტანა ომი, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ავირჩიეთ დემოკრატია. ჩემი პროგნოზით, 9 მაისს ისტორია გაიხსენებს, როგორ იმართება სამხედრო აღლუმი რუსეთში, აქ სტრასბურგში კი, ასობით მოქალაქე გაერთიანდა ჩვენი კავშირისთვის. ისტორია აჩვენებს, რომ თქვენ მართლები იყავით. ჩვენ ავირჩიეთ დემოკრატია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე ავღნიშნეთ 8-ში. წარმატების მაგალითი საჭიროებს გაუმჯობესებას, არჩევნის გაკეთება ყოველთვის მოგვიწევს. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ კოლექტიურად და ეფექტურად," - განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში კლემენტ ბონიმ.

ევროპის დღეს ესწრება საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

 

 

დღის ამბები