27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ჩემი მოლოდინით, მომდევნო თვეს გვექნება შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრებისგან, კითხვართან დაკავშირებით პირველადი მოსაზრებები მოვისმინოთ - ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იმედოვნებს, რომ მომდევნო თვეს იქნება შესაძლებლობა, ევროკავშირის წევრებისგან, კითხვართან დაკავშირებით პირველადი მოსაზრებები მოვისმინოთ.

მისი თქმით, სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეს პროცესი საკმაოდ დელიკატური და მნიშვნელოვანია.

"კითხვარის სრულყოფილად შევსების შემდეგ, საკუთარ ანგარიშს ევროკომისია მოამზადებს, რომელიც გადაწყვეტილების მისაღებად, ევროპის საბჭოს წევრებს გადაეცემა. სიფრთხილე გვმართებს ამ საკითხზე საუბრისას, რადგან ეს საკმაოდ დელიკატური და მნიშვნელოვანი პროცესია. ჩემი მოლოდინით, მომდევნო თვეს გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ კითხვართან დაკავშირებით პირველადი მოსაზრებები" , - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები