27 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომელმაც მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის თავი გაწირეს -  ირაკლი ღარიბაშვილი 

მინდა ქედი მოვიხარო  ჩვენი გმირების წინაშე, რომელმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის, , - საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.

"მინდა ჩვენი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში. მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, მინდა ქედი მოვიხარო  ჩვენი გმირების წინაშე, რომელმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის,"-აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ზუსტად 77 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ვეტერანები კიკვიძის პარკში იკრიბებიან, რადგან ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ დილიდან მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ომს, რომელიც 1941 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

დღის ამბები