9 მაისთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გავრცელდა.
ვიდეომიმართვაში ზელენსკი აცხადებს, რომ ნაციზმზე გამარჯვების დღეს ისინი ახალი გამარჯვებისთვის იბრძვიან, გზა რთულია, მაგრამ ეჭვი არ ეპარებათ, რომ წარმატებას მიაღწევენ.
"დღეს ჩვენ ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით, რომლებმაც ანტიჰიტლერული კოალიციაში შემავალ სხვა ერებთან ერთად დაამარცხეს ნაციზმი. ჩვენი ისტორიის წაშლის უფლებას არავის მივცემთ. ნაციზმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ახალი გამარჯვებისთვის ვიბრძვით. მისკენ მიმავალი გზა რთულია, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ეს არ არის ომი ორ ჯარს შორის. ეს არის ომი ორ მსოფლმხედველობას შორის. ჩვენი მტერი ოცნებობდა, რომ უარს ვიტყოდით 9 მაისის აღნიშვნაზე, რათა სიტყვა "დენაზიფიკაციას" შანსი მისცემოდა.
ნაციზმს მილიონობით უკრაინელი ებრძოდა და მათ ურთულესი გზა გაიარეს. მათ ნაცისტები განდევნეს დონეცკიდან, ლუგანსკისდან, ხერსონიდან, ოკუპანტებისგან განთავისულდა მელიტოპოლი და ბერდიანსკი. არ არსებობს ბორკილები, რომლებსაც ჩვენი თავისუფალი ხალხის სულის შებოჭვა შეუძლია. არ არსებობს დამპყრობელი, რომელსაც შეუძლია ჩვენს თავისუფალ ხალხზე ბატონობა. ადრე თუ გვიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. უკრაინას მალე ორი გამარჯვების დღე ექნება, ვიღაცას კი არცერთ", - განაცხადა ზელენსკიმ.