სვიატოსლავ პალამარის ბრალდებებს, კანადის პრემიერთან ერთობლივ ბრიფინგზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სამხედრო გზით მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია, რადგან უკრაინას არ აქვს შესაბამისი მძიმე იარაღი.
"სამხედრო გზით ქალაქ მარიუპოლის განბლოკვა შეუძლებელია - დღეს, ეს შეუძლებელია და ჩვენ ღიად ვისაუბრეთ ამაზე. უკრაინას არ აქვს ისეთი მძიმე იარაღი, რომ მარიუპოლი სამხედრო გზით განბლოკოს. დიპლომატიურმა გზამ გამოიწვია ის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები გამოიყვანეს ბლოკირებული "აზოვსტალის" ქარხნიდან. რუს სამხედროებს, რუსეთის არმიას, არმიის ხელმძღვანელობას და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სურთ ჩვენი სამხედროების გათავისუფლება. რუსეთი ცვლის სამხედროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტყვეები არიან. აი, ასეთი სიტუაციაა. ეს არის რუსეთის ფედერაციის პასუხ, სხვა პასუხები არ არსებობს,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ სვიატოსლავ პალამარის განცხადება.