27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
კანადა მხარს დაუჭერს უკრაინას, რადგან ეძებთ სამართლიანობას თქვენი ხალხისთვის, რომელსაც რუსეთი კლავს - ჯასტინ ტრუდო

ჯასტინ ტრუდომ პუტინი ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლად დაასახელა. კანადის პრემიერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე,  უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისა და რუსეთისთვის  ახალი სანქციების შესახებ ისაუბრა. 

"ცხადია პუტინი საზარელი ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელია. ევროპაში გამარჯვების დღეს, პუტინის უკანონო ომის წინააღმდეგ მტკიცედ დგომა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და საერთაშორისო სამართლის დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მკაცრი სანქციების დაწესებას, რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების აღმოფხვრას და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

კანადა მხარს დაუჭერს უკრაინას, რადგან თქვენ ეძებთ სამართლიანობას თქვენი ხალხისთვის, რომელსაც რუსეთი კლავს. 73 დღის წინ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, კანადა და კანადელები აგრძელებენ თქვენს გვერდით დგომას დღეს, უფრო მეტი სამხედრო დახმარების შესახებ, მათ შორის განაღმვის ოპერაციების დაფინანსება. ჩვენ ვუზრუნველყობთ 25 მილიონ ამერიკულ დოლარს მსოფლიო სასურსათო პროგრამაში უკრაინის სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მოვხსნით სავაჭრო ტარიფებს კანადაში შემოსული ყველა უკრაინულ იმპორტზე მომდევნო წლისთვის და წარვადგენთ ახალ სანქციებს ,"-აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო.

 

დღის ამბები