ამერიკის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა გაავრცელა. ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, რომ სავიზო შეზღუდვები დამატებით 2 600-ზე მეტი რუსი და ბელარუსი სამხედროსთვის დაწესდება.
"რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და შექმნეს ჰუმანიტარული კატასტროფა. საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროსა და სხვა ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობის მიზნით, სავიზო შეზღუდვები დაუწესა", - წერს ბლინკენი.