27 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი და თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც ტირანიას დამარცხებას დაეხმარება- ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ  "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებს სიტყვით მიმართა. 
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ხალხი დღეს კვდება იმისგან, რაც "ევროპაში 77 წლის შემდეგ არ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, დაბრუნდა". ვირტუალური შეხვედრისას ზელენსკიმ ქვეყნების ლიდერებს ის პუნქტები ჩამოუთვალა, რაც უკრაინას დახმარების სახით ესაჭიროება და დამატებითი სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"მადლობელი ვარ თქვენი ამ სოლიდარობისა და გაერთიანებისთვის, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა იარაღი და ყველა თავდაცვითი აღჭურვილობა, რომელიც ტირანიის დამარცხებას დაეხმარება. იარაღი რომ გვქონდეს, ბევრი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით, მეორე არის სანქციები. არავითარი ექსპორტი და იმპორტი რუსეთთან! ჩვენ უნდა ვეძებოთ გზები, რომ გავლენა მოვახდინოთ იმ პოლიტიკოსებზე და იმ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ასევე სანქციების სიაში უნდა იყოს ყველა რუსი თანამდებობის პირი, სამართალდამცავი ორგანო და რაც მთავარია, მოსამართლეები, რომლებიც ტირანიისთვის მუშაობენ. ყოველი რუსი სამხედრო დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გასამართლდეს, სავიზო შეზღუდვაა საჭირო რუსეთის მოქალაქეებისთვისაც. მესამე მნიშვნელოვანი წერტილი არის უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა და ომის შემდგომი რეკონსტრუქცია. სანამ ომი გრძელდება, ჩვენ თვეში 5-7 მილიარდ დოლარამდე დახმარება გვჭირდება,"-აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები