27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამნაღმველი, ძაღლი, სახელად "პატრონი" დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ მიმართვაში ომის მე-73 დღე შეაჯამა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება ლუგანსკის რაიონში სკოლაზე მიტანილ მიზანმიმართულ იერიშზე გაამახვილა. აქვე, უკრაინის პრეზიდენტმა კანადის პრემიერ-მინისტრს სტუმრობისა და მხარდაჭერისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ზელენსკიმ გამნაღმველების, მათ შორის ძაღლის, სახელად - "პატრონის" დაჯილდოვებაზეც ისაუბრა.

"მადლობელი ვარ ჯასტინის ჩვენს ქვეყანაში სტუმრობისთვის. სწორედ ახლა, ზუსტად ამ დღეს, ეს ჩვენი ხალხის მომავლისა და მხარდაჭერის ძლიერი ნიშანია. უკრაინის და კანადის დელეგაციამ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კანადის მხრიდან, ერთი წლით ვაჭრობის ყველა ბარიერი მოხსნის შესახებ.  სხვა საკითხებთან ერთად კანადას აქვს ძლიერი პოტენციალი ბომბების განაღმვაში. ჩვენ ველით, რომ ამ პოტენციალს გამოიყენებს უკრაინაში რუსმა ოკუპანტებმა ათასობით ნაღმი დატოვეს, ბატონი პრემიერი თანდასწრებით მე დღეს ჩვენი გამნაღმველები დავაჯილდოვე, კერძოდ პატარა, მაგრამ ძალიან ცნობილი გამნაღმველი "პატრონი", რომელიც ეხმარება ჩვენი მიწის გაწმენდას ოკუპანტების კვალისგან,"-აცხადებს 

დღის ამბები