"ქოლგა 2022" - თბილისმა 35 ქვეყნის 400-მდე პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფი გააერთიანა. ყოველწლიურმა ფესტივალმა ოცდამეერთე სეზონი გახსნა. საერთაშორისო ჟიურიმ "ქოლგაზე" წარდგენილ ნამუშევრებს შორის საუკეთესოები შეარჩია და მათგან სხვადასხვა ნომინაციაში 5 ფოტოგრაფი დააჯილდოვა.
უკვე დღეიდან, მთელი კვირის განმავლობაში, საშუალება გექნებათ თბილისის საგამოფენო სივრცეებში "ქოლგაზე" მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებს გაეცნოთ. პროექტის ერთ - ერთი მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.