27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ბათუმის სასამართლომ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 11 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 11 პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. დანარჩენი, 11 დაკავებულის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

ბათუმის საკრებულოს წევრს "ნაციონალური მოძრაობიდან"- ნოდარ დუმბაძეს, რომელიც გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას შენახვა - შეძენას ედავებიან. დუმბაძის განცხადებით, მარიხუანა პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა. გამოძიება დაწყებულია და მასალები ექსპერტიზაზე გადაგზავნილია . მოსამართლემ დუმბაძე დარბაზიდან ხელწერილით გაათავისუფლა.

აქციაზე ადმინისტრაციული წესით სულ 22 ადამიანი დააკავეს. ბრალდების მხარე მათ პოლიციის კანონიერ მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.

დღის ამბები