20 წლის შემდეგ ისტორია განმეორდა - ფრანგმა ხალხმა ჟაკ შირაკის შემდეგ, ქვეყნის მართვის შანსი ახლა უკვე ემანუელ მაკრონს მისცა.
მან ფიცი ელისეის სასახლეში ხელმეორედ დადო და ასევე ხელმეორედ დაამარცხა ულტრამემარჯვენე მარი ლე პენი.
"ჩვენ უნდა გამოვიგონოთ ახალი მეთოდი, რომელიც არ იქნება ძველი მიდგომებისა და მობეზრებული ტრადიციების ანალოგი," - ეს სიტყვები მაკრონმა ინაუგურაციაზე, 500 სტუმრის, თავისი წინამორბედების, ფრანცუა ოლანდისა და ნიკოლა სარკოზის წინაშე წარმოთქვა.
გამოიგონებს თუ არა მაკრონი ახალ ველოსიპედს მომდევნო 5 წლის განმავლობაში?! მასზე მოსახლეობის ის ნაწილი, 58.5% ამყარებს იმედს, ვინც მას ხმა მისცა.