27 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
უკრაინაში IRI-ის გამოკითხვით, უკრაინის მხარდაჭერის მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია

რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, უკრაინის მხარდაჭერის მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია.

უკრაინაში, საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

კითხვაზე, რუსული სამხედრო აგრესიის დროს, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 17% პასუხობს რომ, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ, მათ ქვეყანას, ომის დროს, ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა.

საქართველოს შემთხვევაში, უფრო დეტალურად ხმები ასე გადანაწილდა -  18-დან 35 წლამდე რესპონდენტების 20%, 36-დან 50 წლამდე 20%, 51 წლიდან ზემოთ - 13% .

კვლევა 30 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 18 წელზე ზემოთ ასაკის, 2001 ადამიანი მთელი უკრაინის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ყირიმისა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

დღის ამბები