27 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ ოჯახში, კერძში მარილის ნაცვლად პესტიციდი ჩაყარეს - მოწამლულია 3 ადამიანი 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში, პესტიციდებით ოჯახის 3 წევრი მოიწამლა. ისინი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია "მოზაიკა" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საჭმელში მარილის ნაცვლად შემთხვევით პესტიციდი ჩაყარა. ადგილობრივი კლინიკის ექიმის განცხადებით, პაციენტების მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ ისინი დამატებითი კვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. 

დღის ამბები