რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა, უკრაინაში ე.წ სამხედრო ოპერაციის დასრულების პირობად, რუსული ჯარის პოლონეთის საზღვრამდე მისვლა დაასახელა.
რუსეთი არ გაჩერდება, სანამ პოლონეთის საზღვარს არ მიაღწევს, განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.
"მიუხედავად ევროპის დახმარებისა და ბორის ჯონსონის ისტერიისა ან მარიო დრაგისა, ჩვენ დავასრულებთ ოპერაციას მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ვფიქრობ ჩვენ გავჩერდებით პოლონეთის საზღვარზე," - განაცხადა პიოტრ ტოლსტოიმ.