27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
"სასწაულების გვჯერა კი არა, სასწაულებით ვარსებობთ მართლა...თბილისში იქნება ადგილი, სადაც უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი, მედიკამენტები" - აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედების ახალ კამპანიას იწყებს

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც წლებია თანამოაზრეებთან და საზოგადოებასთან ერთად შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება, ქველმოქმედების ახალ კამპანიას იწყებს. 

"სასწაულების გვჯერა კი არა სასწაულებით ვარსებობთ მართლა, მაგრამ ახლა მეც არ მჯერა, რომ ვუყურებ და ეს წარწერა ნამდვილია

თბილისში იქნება ადგილი, სადაც უფასო იქნება საჭმელი და ტანსაცმელი, საოჯახო ნივთები, წიგნები და მედიკამენტები

ამ შენობაზე ათასობით უპოვარის, ობლების, ავადმყოფების, მარტოხელა დედების და მოხუცების, პატიმრების ოჯახების და ყველა სოციალურად დაუცველის ბედია დამოკიდებული, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ

ათი წლის წინ შევაგროვეთ პირველი ტანსაცმელი და საჭმელი და თქვენი დახმარებით მართლა შეუძლებელი მოვახდინეთ

ვინც თავიდანვე თვალს გვადევნებთ, კი იცით რა რთული გზა გამოვიარეთ, სანამ მართლა ქვეყნისთვის ამხელა საქმეს გავაკეთებდით ჩვენ - ქართველი მოხალისეები

ვერც წარმოიდგენთ, რამდენი ასეული მოხალისეს შრომა, რამდენი უძილო ღამე და რამდენჯერ ასიათასი კილომეტრია გავლილი. რამდენი ოფლია დაღვრილი, რამხელა შრომა გაწეული და რის ფასად მოვედით აქამდე.

შენობა, საქართველოს მთავრობისგან, ათი წლით სარგებლობაში გადმოგვეცა. იარსებებს მოხალისეების დახმარებით და მოქალაქეების გვერდით დგომით

შენობის რემონტი უკვე დავიწყეთ, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მართლა მარტო თქვენი იმედი გვაქვს

ამ შენობაში შეგროვდება ყველა სახის დახმარება - ვისაც კი ზედმეტად ერთი უბრალო მაისური ან ერთი ნაჭერი პური გექნებათ, შეგიძლიათ, 1 ივნისოდან აქ მოიტანოთ. ჩვენ გადავცემთ ისეთ ადამიანებს, ვისაც ჰაერივით სჭირდებათ.

შენობაში იქნება- მარჯვენა მხარეს საჭმელის დიდი მაცივრები და მარცხენა მხარეს ტანსაცმელის უფასო გალერეა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მოსვლა და ჩაცმა. ნებისიერი სახის საოჯახო ნივთები, წიგნები და სამკურნალო მედიკამენტები.

შენობა 1 ივნისს გაიხსნება და იქამდე იარსებებს, მართლა სანამ უკანასკნელ ადამიანს არ მობეზრდება სხვისი დახმარება. ასეთი შენობა, თუ არ ვცდები არც არასოდეს ყოფილა. შენობა დახმარებას გაუწევს ქალაქში ყველა ადამიანს, ვინც კი მოვა.

აააი მართლა გულით გთხოვთ ყველას, ჩემს მეგობრებს, კლასელებს, კურსელებს, მეზობლებს, ნათესავებს, უცნობებს და ნაცნობებს. თუ ვინმე მიცნობთ და პატივს მცემთ, თუ ვინმეს ჩვენი საქმე რამედ მიგაჩნიათ, დაგვეხმარეთ რითიც შეძლებთ რა, ამაზე დიდი საქმე რა უნდა გავუკეთოთ ქვეყანას

გვჭირდება ყველანაირი დახმარება,

გვჭირდება კარგი ხელოსნები, ვისაც გცალიათ, გვჭირდება ადამიანები, ვისაც კედელზე ხატვა შეუძლია. (საღებავები ჩვენზეა) გვჭირდება მოხალისეები, რომლებიც როცა კი შეძლებთ, მოგვეხმაროთ და რა თქმა უნდა გვჭირდება საკმარისი ფული, რომ შენობამ შეუფერხებლად იარსებოს

მთელი გულით გთხოვთ, გაგვივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ.ადამიანებს და მედიას რაც შეიძლება ბევრი რესურსი უნდა შევაგროვოთ, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს იცით რამდენი ათასი ადამიანი გველოდება?

1 ივნისიდან კი საჭმელის და ტანსაცმელის მოტანაც შეგიძლიათ.

ჩვენ გაუჩერებლად ვმუშაობთ და თქვენი დახმარების იმედი გვაქვს ქარვასლასთან კი მაინც ისევ შევაგროვებთ ხოლმე ამ ყველაფერს

ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დამირეკოთ - 558181218. თუ ვერ გიპასუხეთ, მესიჯი დამიტოვეთ და აუცილებლად დაგირეკავთ

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი GE90TB7603845061100016

PayPal - [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili

ეს დღე არასოდეს არ დამავიწყდება

და პირველი ივნისი, შენობის გახსნის დღე

არასოდეს დანებდეთ! როცა ძალიან ჭირს, მაშინაც არ დანებდეთ! როცა გზა აღარ არის, მაშინაც არ დანებდეთ! გჯეროდეთ თქვენი თავის და თქვენი ოცნებების! აუცილებლად ყველაფერი გამოვა !

იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია," - წერს აკა სინჯიკაშვილი. 

 

 

დღის ამბები