27 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
NATO მხარს უჭერს იმ ქვეყანებს, რომლებიც რუსეთის მიერ ჩარევისა და მავნე ქმედებების დიდი რისკის ქვეშ არიან, ეს ეხება საქართველოსაც - ხავიერ კოლომინა 

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, "კურიერთან" ინტერვიუს დროს, უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ NATO 2014 წლიდან მხარს უჭერს უკრაინას და თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების, ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმისგან დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით კვლავ გრძელდება. 

ხავიერ კოლომინამ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში, უკრაინასთან ერთად საქართველოც ახსენა და აღნიშნა, რომ  NATO მხარს უჭერს საქართველოს, რომელიც რუსეთის მიერ ჩარევისა და მავნე ქმედებების დიდი რისკის ქვეშ არის:

"NATO 2014 წლიდან მხარს უჭერს უკრაინას, როგორც პრაქტიკული თანამშრომლობით, ასევე პოლიტიკური დიალოგით. მჯერა, რომ ის დახმარება, რაც ჩვენ უკრაინას შევთავაზეთ არის ძალიან ეფექტური, ხელს უწყობს მათ ბრძოლისუნარიანობას 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ.

ჩვენ გადავწყვიტეთ გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების, ქიმიური და ბიოლოგიური თავდასხმისგან დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ნატო არ უზრუნველყოფს ლეტალური იარაღების მიწოდებას, თუმცა ეს ის საკითხია, რასაც მოკავშირეები უკრაინასთან ორმხრივი თანამშრომლობით აკეთებენ.

ჩვენი შეფასებით, ეს ომი ხანმოკლე არ იქნება, რისი მოლოდინიც ომის დაწყებისას იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ყოველგვარ შესაძლო ზეწოლას მოსკოვზე იმისათვის, რომ ომი შეჩერდეს და რუსეთმა უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს. ამავდროულად ჩვენ ვაწესებთ სანქციებს უპრეცედენტო დონეზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ არამარტო უკრაინას, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც მას ნატო და ცალკეული მოკავშირეები სთავაზობენ, არამედ ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც ჩვენი რწმენით რუსეთის მიერ ჩარევისა და მავნე ქმედებების დიდი რისკის ქვეშ არიან, ეს ეხება როგორც საქართველოს, ასევე ყველა პარტნიორ ქვეყანას,"- განაცხადა ხავიერ კოლომინამ

დღის ამბები