სომხეთში აქციები არ წყდება, მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 50 ადამიანია დაკავებული. აქციის დროს სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებასაც შეეცადნენ, თუმცა აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ამის საშუალება არ მისცეს.
უკვე რამდენიმე დღეა დემონსტრანტები ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის წევრების გადადგომას მოითხოვენ.