27 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც რუსი სამხედრო ძალების მიერ საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებს ასახავს - Amnesty Internation

 

 

Amnesty International-ის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მათ რუსი სამხედროების მიერ, საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევების მტკიცებულებები აქვთ. აგნეს კალმარის თქმით, ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისგებაში მისცენ არამხოლოდ ომის დანაშაულების აღმსრულებელი პირები, არამედ ასევე მთავარსარდლობა და სხვა ხელმძღვანელი პირებიც, რომლებიც ამ დანაშაულების შეჩერებას არ ცდილობენ.

 

"მარიუპოლი, ბუჩა და ათობით სხვა ქალაქი - ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც ასახავს რუსი სამხედრო ძალების მიერ საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევებს. დანაშაულებრივი განზრახვით, განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული საჰაერო თავდასხმები, ომის დანაშაულს წარმოადგენს.

 

amnesty international-ი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, სამართლებრივ პასუხისგებაში მისცენ არამხოლოდ ომის დანაშაულების აღმსრულებელი პირები, არამედ ასევე ის მთავარსარდლობა და სხვა ხელმძღვანელი პირებიც, რომლებიც საქმის კურსში არიან კონკრეტული ომის დანაშაულების შესახებ, თუმცა არ აქვთ მცდელობა, შეაჩერონ და დასაჯონ მათი ჩამდენი პირები.

 

ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო სამართლიანობის აღსრულება არ არის სწრაფი პროცესი, ამიტომ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას და მათ მხარდამჭერებს, გამჭვირვალედ და სამართლიანად მოახდინონ დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა," - განაცხადა აგნეს კალმარმა.

დღის ამბები