27 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება "გარბენი უკრაინისთვის" გაიმართება

5 ივნისს, საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება. "გარბენი უკრაინისთვის" თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე. ყველა მონაწილე ადგილზე მაისურს უკრაინის სიმბოლიკით მიიღებს. ათკილომეტრიანი სიგრძის დისტანციაზე, ქალებსა და მამაკაცებს შორის 2 გამარჯვებული გამოვლინდება. გარბენში მონაწილეობას უკრაინის ის მოქალაქეებიც მიიღებენ, რომლებიც საქართველოში ომის გამო დროებით იმყოფებიან.

დღის ამბები