27 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ასპინძაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ 36 წლის მამაკაცი დააკავა

ასპინძაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. პოლიციამ დამნაშავე წარსულში ნასამართლევი 36 წლის მამაკაცი დააკავა.

დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა. კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე ცივი იარაღით ყელის არეში მიყენებული ჭრილობით ადგილზევე გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცი მათთან უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზი უცნობია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები