მარიუპოლის "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან , ვაკუაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას,დონეცკის ოლქის სამხედრო გუბერნატორი CNN-ს უდასტურებს.
რამდენიმე საათის წინ კი "აზოვსტალის" ქარხნიდან "აზოვის" პოლკის მედიკოსმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. იგი თურქეთის პრეზიდენტს დახმარებისკენ მოუწოდებს და "აზოვსტალიდან" ყველა მოქალაქის, მათ შორის სამხედროების ევაკუაციას სთხოვს.