27 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
"ლელოს" ლიდერები საქართველოში NATO-ს ახალ წარმომადგენელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდნენ

"ლელოს" ლიდერები საქართველოში NATO-ს ახალ წარმომადგენელს ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდნენ. მხარეებმა ისაუბრეს 2022 წელს დაგეგმილ სამიტზე, რომელიც მადრიდში გაიმართება და რომელზეც 2030 წლის განახლებულ სტრატეგიულ კონცეფციას განიხილავენ. იქნება თუ არა შედეგიანი სამიტი ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ.

NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი მადრიდის სამიტისას ფოკუსი იქნება იმ შედეგებსა და გავლენაზე, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამ გამოიწვია, რაც საერთაშორისო კანონის ცხადი დარღვევაა.

"რა თქმა უნდა წინასწარ იმის განსაზღვრა არ შემიძლია რას გადაწყვეტენ მოკავშირეები და რა გზავნილებს გააკეთებენ. შემიძლია გითხრათ, რომ მადრიდის სამიტი ძალიან გადამწყვეტ დროს ჩატარდება და ფოკუსი იქნება იმ შედეგებსა და გავლენაზე, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ბრუტალურმა თავდასხმამ გამოიწვია, რაც საერთაშორისო კანონის ცხადი დარღვევაა.

ფოკუსი იქნება შემდგომი სტრატეგიული კონცეფციის მიღებაზე, რომელიც ნატო-ს ერთ-ერთი ფუნდამენტური დოკუმენტია, რომელშიც NATO-ს სტრატეგიული ხედვა და მომავალი ათწლეულისთვის განისაზღვრება. რა თქმა უნდა მე ველი, რომ საქართველოს წევრობის მისწრაფებები იქნება ასახული საბოლოოდ დოკუმენტში, რომელიც მიიღება," – ამბობს ალექსანდრე ვინიკოვი.

"ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, რუსეთის აგრესიამ უკრაინის მიმართ დაგვანახა, რომ აუცილებელია ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის დაჩქარება.

"მიმდინარე აგრესიამ უკრაინაში კარგად გვაჩვენა, რომ აუცილებელია ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის დაჩქარება. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და სწორედ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და NATO-ში ინტეგრირება არის ის გზა, რომელიც აგვაცილებს თავიდან სამხედრო კონფლიქტში ჩარევას," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები