27 ნოემბერი 2024,   17:06
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოვიდი დაუდასტურდა - ენტონი ბლინკენი მუშაობის ვირტუალურ რეჟიმზე გადავიდა

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მუშაობის ვირტუალურ რეჟიმზე გადავიდა - მას კოვიდი დაუდასტურდა.

ვირუსის დადასტურებამდე, ბლინკენს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა ჰქონდა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

გუშინ კი სახელმწიფო მდივანი ვაშინგტონში მყოფ უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა, თუმცა სოციალური დისტანცია ამ შეხვედრაზე, როგორც ნედ პრაისმა აღნიშნა, დაცული იყო. დეპარტამენტში თქვეს, რომ ენტონი ბლინკენს პრეზიდენტ ბაიდენი რამდენიმე დღეა პირადად არ უნახავს. ჯერჯერობით, არ არის დაზუსტებული, იქონიებს თუ არა ვირუსის დადასტურება გავლენას სახელმწიფო მდივნის ვიზიტების განრიგზე.

დღის ამბები