ამერიკის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსები ცდილობენ საჰაერო იერიშები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის ობიექტებზე მიიტანონ, მათი მიზანი უკრაინელების შესაძლებლობების დასუსტებაა.
პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ უკრაინას კვლავ მიეწოდება სამხედრო დახმარება და ვაშინგტონი პარტნიორი ქვეყნის საჭირო იარაღითა და წვრთნებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
"რუსები ცდილობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ სამიზნეებზე, ელექტროენერგიის ობიექტებსა და სატრანსპორტო ჰაბებზე დარტყმას.
ვფიქრობთ, რომ ეს არის მცდელობა, ხელი შეუშალონ უკრაინელებს მარაგების შევსებასა და გაძლიერებაში.
რუსებს არ აქვთ ისეთი პროგრესი დონბასში და სამხრეთში, როგორიც გვჯერა, რომ მათ სურდათ ჰქონოდათ. ვფიქრობთ, რომ ისინი გეგმას ჩამორჩნენ.
რეგიონში იარაღის მიწოდების ნაკადი გრძელდება. ჩვენ ვიცით ეს, რადგან უკრაინელებს ყოველ დღე ველაპარაკებით და ვიცით, რომ იარაღი უკრაინელების ხელში ხვდება. ჩვენ ახლა ორიენტირებულები ვართ უკრაინელებს მივცეთ ის იარაღი, რაც მათ სჭირდებათ, ასევე უზრუნველვყოთ წვრთნები, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს," - აცხადებს ჯონ კირბი.