27 ნოემბერი 2024,   16:24
ვრცლად
ვარშავაში დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია იხსნება - შეხვედრაზე დასასწრებად პოლონეთში პრემიერი დელეგაციასთან ერთად იმყოფება

დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია იხსნება დღეს ვარშავაში - შეხვედრაზე დასასწრებად პოლონეთში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად.

საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით "უკრაინისთვის" პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრების ინიციატივით ტარდება. შეხვედრის მონაწილეებს შორის იქნებიან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებიც. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინისთვის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.

დღის ამბები