27 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ევროპულმა კომისიამ რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა

ევროპულმა კომისიამ რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს ზომები რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალი ტალღის ნაწილია, რომლის შესახებაც განცხადება გუშინ კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სანქციების სიაში 58 პირი შედის. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დღის ამბები