27 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 მაისამდე მოსკოვი მზადაა აზოვსტალიდან მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფნები გახსნას

მოსკოვი მზად არის დღეიდან 7 მაისის ჩათვლით ადგილობრივი დროით დილის 08:00-დან საღამო 18:00 საათამდე აზოვსტალიდან მოქალაქეების გასაყვანად ჰუმანიტარულ დერეფნები გახსნას. განცხადებას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკეთებს.

გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებებს შეწყვეტენ.

ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს თხოვნით მიმართავს, უშუამდგომლოს "აზოვსტალიდან" დაჭრილების გამოყვანასა და მათ გადარჩენაში.

პარალელურად გავრცელდა აზოვის პოლკის მეთაურის საგანგებო მიმართვა. დენის პროკოპენკო ამბობს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე მდგომარეობა კრიტიკულია და რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.

ცნობილი ხდება, რომ მიწისქვეშა საიდუმლო გზები ოკუპანტებს "აზოვსტალის" ყოფილმა თანამშრომელმა უჩვენა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სწორედ ამის შემდეგაც დაიწყეს რუსებმა გვირაბებზე შტურმი. ამას უკავშირებს გერაშენკო მარიუპოლში ვლადიმირ სალავიოვის ჩასვლასაც.

დღის ამბები