27 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან - ზელენსკი

"აზოვსტალიდან" ხალხის გადასარჩენად უკრაინა მოლაპარაკებებს აგრძელებს, თუმცა ამისთვის სიჩუმის რეჟიმია საჭირო - ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის ტრადიციული ღამის მიმართვის მთავარი გზავნილი.

ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ამბობს, რომ გუშინ დასრულდა მარიუპოლიდან ევაკუაციის მეორე ეტაპი და ტერიტორიიდან 344 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ომში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხს აუცილებლად აგებს.

"მარიუპოლიდან ევაკუაციის ოპერაციის მეორე ეტაპი დღეს დასრულდა. ქალაქიდან და მისი შემოგარენიდან 344 ადამიანი გადაარჩინეს. ზუსტად ამდენი ადამიანი გაემგზავრა დღეს ზაპოროჟიეში. ჩვენი გუნდი ემზადება მათთან შესახვედრად ისე, როგორც იმ 150-ზე მეტ ადამიანს შეხვდა, რომელთა "აზოვსტალიდან" გამოყვანა მოვახერხეთ. ყველა მათგანი აუცილებელ დახმარებას იღებს. ყველა მათგანი მიიღებს განსაკუთრებულ მზრუნველობას სახელმწიფოსგან.

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ხალხის გადარჩენას აზოვსტალიდან, მარიუპოლიდან. იქ ჯერ კიდევ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები, ბავშვები. მათ გადასარჩენად გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინული მხარე მზად არის მის უზრუნველსაყოფად. საჭიროა დრო რომ უბრალოდ ამოვიყვანოთ ხალხი ამ სარდაფებიდან, მიწისქვეშ არსებული თავშესაფრებიდან. ამჟამინდელ პირობებში შეუძლებელია სპეციალური ტექნიკის გამოყენება ნანგრევების გასაწმენდად. ყველაფერი ხელით ხდება, თუმცა გვჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა.

დღეს ვესაუბრე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს იმის შესახებ, რაც უკვე მოხდა. კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო მარიუპოლის მცხოვრებლებისა და ქალაქის დამცველების გადასარჩენად.

დღეს რუსმა დამპყრობლებმა მორიგი სარაკეტო დარტყმები მიიტანეს ჩვენს ქალაქებზე. დნიპრზე, მიკოლაევზე, ოდესაზე, ზაპოროჟიეზე. დონბასის ქალაქებსა და ჩვენს სხვა რეგიონებში. ყველა ამ დანაშაულს შესაბამისი პასუხი გაეცემა," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები