ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0384 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0331 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1982 ლარია. დღეს კი მოქმედი კურსი 3.1869 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0113 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული ოფიციალური კურსი ძალაში ხვალ შევა.