აზოვსტალის" ქარხანაში მყოფ სამხედროებთან კონტაქტი აღდგა, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა "კურიერი P.S"- თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
პიოტრ ანდრიუშენკოს თქმით, რუსი სამხედროების მიერ, ქარხანაზე მორიგი შტურმი განხორციელდა, თუმცა ის უშედეგო აღმოჩნდა.
"აზოვსტალის" ქარხანაში მყოფ სამხედროებთან კონტაქტი აღდგა. რუსი სამხედროებისგან, ქარხანაზე მორიგი შტურმი განხორციელდა, თუმცა ის უშედეგო აღმოჩნდა. აზოვსტალში ამ დრომდე 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.
ოკუპანტები ახლა ცხედრებს ქალაქის ქუჩებში აგროვებენ, შემდეგ კრემატორიუმებში გადააქვთ, ათავსებენ ტომრებში, როგორც ნაგავს ისე ექცევიან და ასე ყრიან ორმოებში.
ქალაქში საშინელი სიტუაციაა, არ არის ელექტროენერგია და წყალი. ასევე ქალაქში სამედიცინო პერსონალის დეფიციტია,"- აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო.