27 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ხელჩართული ბრძოლა ოკუპანტებთან - რა ხდება "აზოვსტალის" ქარხანაში 

ფოლადის ქარხნის თავშესაფარში "აზოვის" ბატალიონის ათეულობით ჯარისკაცია. მშვიდობიანი მოქალაქეები, მცირეწლოვნები. ბოლო 18 საათის განმავლობაში, მათთან კავშირი გაწყვეტილია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მეომრებმა ოკუპანტების მხრიდან დანებებაზე შეთავაზება მიიღეს, რასაც უარით უპასუხეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია აიღეს თუ არა რუსმა ოკუპანტებმა "აზოვსტალი". ინფორმაციას ვერ ადასტურებს ვერც მარიუპოლის მერი.

სწორედ ამ დამცველებმა ათეულობით რუსი ოკუპანტი გაანადგურეს - აცხადებენ უკრაინის ძალოვან უწყებაში. ამის დასტურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც ერთ-ერთ რუს სამხედროსა და მის მეუღლეს შორის შედგა.

თითქმის ანალოგიურ სურათს აღწერენ ის ადამიანები, რომლებმაც მარიუპოლის ე.წ "კატაკომბები" გუშინ დატოვეს. 156 ადამიანის გამოყვანა, შესაძლებელი რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ გახდა.

ევაკუაციის მორიგი ეტაპი დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ჩანს, ოკუპანტებმა გეგმები კვლავ შეცვალეს.

ე.წ "დამცველებს" შორის არიან ისრაელიდან დაქირავებული მეომრებიც. ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ საუბრობს. დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის განცხადებით, ეს ოფიციალურ თელავივთან მოსკოვის ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს. ბრალდებებს უარყოფს კიევი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოფიციალური მოსკოვი, ებრაელებსა და ისრაელის სახელმწიფოს, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ახსენებს.

მანამდე, განცხადება რუსეთის პირველმა დიპლომატმა გააკეთა. სერგეი ლავროვი უკრაინის პრეზიდენტის ებრაულ წარმომავლობას შეეხო, ნაცისტური გერმანიის ფიურერს შეადარა და თქვა, რომ ჰიტლერს, რომლის ბრძანებით 6 მილიონი ებრაელი დახოცეს, ასევე "ებრაული სისხლი" ჰქონდა. სწორედ ამის გამო, ისრაელის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩიც დაიბარეს.

დღის ამბები